ნახვამდის


GWP – მეტი ვიდრე უბრალოდ წყალი



რა გაგიგიათ წყალზე რომელიც თქვენ ონკანში მოდის? ალბათ უამრავი საზიზღრობა და შეიძლება რომელიმე თქვენგანმა იმის მტკიცებაც კი დაიწყოს, რომ თავად იყო ისეთი ისტორიის მომსწრე, როდესაც ონკანიდან რაიმე მწერი ან სულაც  ხვლიკი პირდაპირ მის ჭიქაში მოხვდა. მსგავს ამბებს ბევრი სერიოზულად არ უყურებს, მაგრამ პრობლემა, რომელსაც ხშირად ასახელებენ, საკმაოდ გავრცელებულია: საეჭვო წარმომავლობისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო საფრთხის შემცველი წყალი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ონკანში მოდის.
თუმცა ყველაფერი ასე საშინლად არ არის,  ამის დასამტკიცებლად მინდა ის გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ, რომელიც თავად მივიღე, როცა GWP-ს საკონკურსო ტურით შემოვიარეთ ის ადგილები, სადაც ჩვენამდე მოსული წყალი უამრავ პროცედურას გადის: დაახლოებით 10 საათზე დაიძრა ჩვენი ავტობუსი და კონკურსანტები პირველი მოსანახულებელი ადგილისაკენ წაგვიყვანა, სხვებისგან განსხვავებით აშკარად მეტყობოდა გამოცდილების არ ქონა და ისიც, რომ არავის არ ვიცნობდი ავტობუსში.  ჩემდა გასაოცრად და სამარცხვინო პესიმისტი ხასიათის საპირისპიროდ უნდა ვთქვა, რომ არ მოველოდი მსგავს კომფორტს, და როცა ამას ვამბობ სულ რაღაც კონდიციონიერიან ავტობუსს ვგულისხმობ.
10342879_877732092255384_4000268806935766963_n პირველად ღრმაღელის საფილტრე სადგური მოვინახულეთ – ადგილი სადაც წყალი იფილტრება და ღებულობს იმ სახეს რა სახითაც ჩვენ მოგვეწოდება, ღრმაღელის საფილტრე სადგური,  წამში 5500 ლიტრამდე წყალს ფილტრავს. ეს სადგურში შემოსული წყლის ნახევარია, მეორე ნახევარი კი თბილისის ზღვაში მიედინება, რომელსაც მუდმივად ჭირდება წყლით “კვება”, სწორედ თბილისის ზღვის დახმარებით გადიან იმ კრიზისულ პერიოდს როცა რაიმე შეფერხების გამო წყალი ჩვეულებრივ აღარ მოგვეწოდება, ამ დროს თბილისის ზღვის წყალი მოედინება ჩვენს ონკანებში. დიახ სწორად გაიგეთ და ტყუილად მოემზადეთ ამის დასამახსოვრებლად იმისთვის რომ ბოლოს კვლავ gwp-ს მინუსებზე ისაუბროთ, თბილისის ზღვის წყლის ონკანებში წამოსვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რასაც თქვენ ფიქრობთ და არავინ არ იღებს წყალს პირდაპირ იმ პლაჟების წინ სადაც შეიძლება თავადაც გარუჯულხართ, საერთოდაც ეს მსგავსი ნაპირის მოპირდაპირე მხარედან ამოღებული წყალია რომელიც ასევე გადის აუცილებელ პროცედურებს და ისე მოეგეწოდებათ, ოდნავ განსხვავებული ტემპერატურით. ამ სადგურს წყალი ჟინვალიდან მიეწოდება და აღწევს იმ ხარისხს რომელიც როგორც ექსკურსია მძღოლმა ბატონმა ნიკოლოზმა გვითხრა ყოფილ საბჭოეთში არაა.
შემდეგ მოვინახულეთ ადგილი სადაც ხდება გაფილტრვა, ჩვენ გავეცანით როგორც ფილტრის ქვიშის ფენების თავისებურებებს ასევე მისი რეცხვის წესებსა და პრინციპებს, ამ ეგზომ საინტერესო ეპიზოდს თქვენის ნებართვის გამოვტოვებ რადგან ეჭვი მაქვს, ბოლომდე წაკითხვის სურვილი გაგიქრებათ.
10479189_877736465588280_2738444311882311970_nიქვე ვეწვიეთ სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელ ცენტრალურ ლაბორატორიას სადაც მუდმივად აკონტროლებენ წყლის შემცველობას. (სპეციალური ხალათები რომლის გარეშეც არ შეგვიშვეს, საოცრად სასიამოვნო და თბილია მაგრამ მხოლოდ ზამთარში, ჩემი რჩევა იქნება არ ჩაიცვათ ის თბილ ამინდებში.. ნუ.. თუ 500 ლარის მოგების შანსი არ გაქვთ.). ხშირად ალბათ თქვენც შეგინიშნავთ წყალი რომელიც თავიდან თეთრი შეფერილობისაა, უმრავლესობას ჰგონია, რომ ეს ქლორია ან რაიმე სხვა, სინამდვილეში კი ეს სითეთრე გამოწვეულია ჰაერის ბუშტებით, რომელიც წნევის გამო ჩნდება წყალში. რომ არ დაგაბნიოთ ისე როგორც მე დავიბენი იმ უამრავი ქიმიური ელემენტის დასახელებისას რაც იქ მომუშავე პერსონალმა ახსენა, ამ ნაწილს ადამიანურ ენაზე აგიხსნით: ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მუდმივად ახორციელებს წყლის კონტროლს სხვადასხვა სახის მოწყობილობებით, იმისთვის რომ მავნე ნივთიერებები არ მოხვდნენ იქ. აქვე აქვთ რამდენიმე “ჯადოსნური” და “ნაზი” მოწყობილობა რომელიც საკმაოდ მგრძნობიარეა როცა სურათს უღებენ.
10293689_877737792254814_1049740493596580028_o
ღრმაღელის საფილტრე სადგურის შემდეგ თამაშ-თამაშით გავემართეთ ნატახტარისაკენ, სადაც მოვინახულეთ ყველაზე ძლიერი წყალსატუმბი საქართველოს წყალში, იქ 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან მუშები და მიუხედავად იქაური სპეციფიური ხმაურისა რომელიც მავნეა და სმენის პრობლემის საფრთხეს წარმოადგენს, მაინც მუშაობენ იმისთვის, რომ წყალი მუდმივად მოგვეწოდებოდეს.

შემდეგ დროებით ამოვისუნთქეთ და მუხრან ბატონის ყოფილ საზაფხულო რეზიდენციაში გავწექით საპიკნიკედ. ნამდვილად შესანიშნავი ადგილი 10553885_877738205588106_6951521566494508868_oიყო და ტანზე მცოცავი ჭიანჭველების სიჩუმის ფონზე ბატონ ნიკას ისტორიებს ვუსმენდით, იმის შესახებ თუ ვინ დადიოდა ადრე ამ ადგილას, (საკმაოდ სერიოზული თანამდებობის პირები) თუმცა რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, რამდენიმე სიტყვა ახსენა იმ ადამიანების შესახებ რომლებიც მანამდე ჩემი აზრით სრულიად უსაფრთხო სამსახურში მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ ან დაიღუპნენ.
პიკნიკის შემდეგ წავედით ნატახტარის წყალშემკრები ნაგებობის სანახავად სადაც საინტერესო ის იყო, რომ მიწიდან მომდინარე წყლის გემო გავსინჯეთ, წყალი როგორც გვითხრეს წელიწადის ნებისმიერ დროს 12 გრადუსია, პირადად მე კი სიამაყით შემიძლია გითხრათ რომ საკმაოდ გემრიელია და სულაც არ მწყდება გული, რომ თქვენ ვერ მოახერხებთ მის გასინჯვას.

10420136_877776412250952_701402489786182947_n

შემდეგი იყო ჟინვალის წყალსაცავი, რომლის გარეშეც ელ.ენერგია ბევრად ძვირი იქნებოდა და რომელიც როგორც დამამახსოვრდა გამორჩეულია მსოფლიოში იმით, რომ ბეტონისგან არ არის აშენებული და თან საკმაოდ ბევრი ნაგავი ირიყება ნაპირებზე, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეებში მოპიკნიკე “ქართველი ვაჟკაცების” მიერ დატოვებული კვალია, რომელიც წვიმებმა წყალსაცავამდე ჩამოიტანა. საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ, ჟინვალის ჰიდროკომპლექსამდე.   წყალსაცავის ცენტრიდან ნანახი თვალწარმტაცი ხედის შემდეგ გავემართეთ ავტობუსისკენ შემდეგ კი რესტორნისაკენ სადაც ჩემმა მოსაწყენმა ფანტაზიამ კვლავ ვერ გაქაჩა და ბევრად უფრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო ვიდრე წარმოვიდგენდი, გემრიელ სუფრას, რომელზეც წინა დღეს იგივე დროს წარმოდგენაც კი არ მქონდა, კიდევ უფრო გემრიელად უძღვებოდა თამადა ბატონი ნიკა (კოლია) საინტერესო ლექსებით თუ სადღეგრძელოებით. ბოლოს კი დაწყდა გული, ჩაფიქრებულზე ადრე რომ მოუწია დამთავრება მაგრამ რას ვიზამთ, ქართულ სუფრას ყველაზე მეტად ლაკონურობა უხდება.

საბოლოოდ კი ამ სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დღის შემდეგ ერთი პატარა დასკვნა გავაკეთე, რომელიც თქვენც ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც გამოგადგებათ, რადგან აქამდე მეც თქვენნაირი ვიყავი: თითოეული წვეთის მიღმა რომელიც თქვენ ონკანში მოედინება დგას თავბრუდამხვევი სამუშაო გრაფიკი, დატვირთული დღე და უდიდესი პსუხისმგებლობა, რომლისთვისაც თავის გართმევა კიდევ უფრო ძნელი იქნებოდა იმ პროფესიონალი და გამოცდილი თანამშრომლების გარეშე, რომელთა მხოლოდ პატარა ნაწილი შეგვხვდა კონკურსანტებს და გაგვაცნო უდიდესი მნიშვნელობის მქონე სისტემა.

მოხეტიალე წიგნები თბილისში


თბილისის ქუჩებში წიგნები გამოდიან სახეტიალოდ… თითოეულს ყდაზე უზარმაზარი წერილი აქვს, რომელიც გვამცნობს, რომ ის მისმმა პატრონმა სამოგზაუროდ გამოუშვა და გვთხოვს, წაკითხვის შემდეგ კვლავ სადმე მივაგდოთ: “ზდ ბრატ/დაიკო, მე მოხეტიალე წიგნი ვარ, მოხეტიალე რა ისეთ პონტში კი არა, ჩემსას ვისწორებ ქალაქში დავტასაობ… რა თემაა ეხლა, წამიკითხე, გამიცანი და სადმე ბირჟაზე დამტოვე, რო გავამაგრო კიდეც და ჩესტით არასწორ ხალხთან არ მოვხვდე, ხო აზზე ხარ.” სადღაც მე-20 გვერდისთვის გიშინაურდებათ და შუტკასაც გიხსნით…
კიდევ რითი გამაოცებს ჩემმი მშობლიური ქალაქი?
უაზროდ გახარებულმა ხალხმა (მე ასე მომმეჩვენა) ეს უცბათ აიტაცა და მგონი წამითაც არ დაფიქრებულა იმაზე, რეალურად რა სარგებელს მოუტანს ეს პროექტი ვინმეს… რისი თქმა გვინდა ამით? რომ თბილისი განათლებული ქალაქია? ჭკვიანები ვართ? ბევრი წიგნი გვაქვს და სახლში არ გვეტევა? ან იქნებ თბილისის ქუჩებში მიმოფანტული მაკულატურა იგივე როლს ასრულებს რასაც სასტუმრო ოთახში დამტვერილი წიგნები – შთაბეჭდილების მოსახდენადაა დალაგებული? დიახ, იმას რაც ქუჩებში ხდება წიგნებით უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავიტანოთ და უბრალოდ შუა გზაზე დავდოთ. “განათლებას ემსახურებაო…”; “უფრო მეტი წაიკითხავსო”; “მაგარიაო”…
ამ აქციის შედეგად თბილისის ქუჩებს უამრავი მოხეტიალე წიგნი შეემატება, რომელსაც სხვა არავინ არ წაიკითხავს, გარდა რომელიმე სხვა მოხეტიალე წიგნის ყოფილი პატრონისა, რომელმაც სავარაუდოდ ისედაც იცის კითხვის ფასი, ახალბედა მკითხველების რაოდენობა კი თქვენი ცალი ხელის თითებსაც კი არ გადააჭარბებს.
“წიგნიერი ფლეშმობი” თბილისის მსგავს ქალაქში, სხვა არაფერია თუ არა, მეტი ქაღალდი ბომჟებისთვის, მეტი საქმე მენაგვეებისთვის, შეუმმჩნეველი რეალური სამიზნისთვის, რომანტი(კ)ული სულელი გოგოებისთვის და კეთილი საქმე გულუბრყვილოებისთვის. შეინახეთ წიგნები და ქუჩაში ის დატოვეთ, რაც მათგან ისწავლეთ.

დო


Read the rest of this entry

უფრთხილდით ოცნებებს


Read the rest of this entry

რა გახდა ერთი ნათურა?


ბავშვებს შენახული სპერმით ნუ გააკეთებთო და რამხელა ამბავი ატყდა… აქედან სრულიად ახლებურად მოაზროვნე ქართველები პოეტური სინაზით კაშნ (თუ კაშნე) შემოხვეულები, იქიდან ხევსურულ ქუდიანი მუჟიკები დიდი წვერით, როგორც სარწმუნოების ატრიბუტით და შეუცვლელი ლაპარაკის მანერით – ქუჩური განათლების მამხილებელი ატრიბუტით, იქით კიდევ ნაირ-ნაირი წამროდგენებისა და მსოფლმხედველობის ხალხი, ვინ თქვა, რომ საქართველო მოსაწყენია? აქ დუღს სიცოცხლე და აზროვნება, მოდი და შეადარე ნებისმიერი უკვე გასული ან გნებავთ გასასვლელი რეპორტაჟი წიგნებში ამოკითხულ გაბღენძილ  დისკუსიას:
-ჩემს აზრს არ ეთანხმებით სერ?
-არა
-არც თქვენ მილედი?
-არა.
-ჰმ…
მოსაწყენია, აბა რა არის, როცა საწინააღმდეგო აზრების ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ვიღაცისაგან აუცილებლად განსხვავდები და თუ განსხვავებული ხარ ცხრა სართულიანი გინება მოგხვდება, არ გაქვს აზრი არაფრის შესახებ?  თავს იკავებ პოზიციის დაფიქსირებისგან?.. “დებილი ხარ შენი კარგიც მოვ**ან”
“მე სუ მამაო კი არ ვიყავი!”; “ათეისტი ვარ ღმერთო ჩემო!”; “პატრიარქს აგინებ შენი დედა მოვ***ნ?”; “რა ცხოვრებით ცხოვრობ?”; “ჩავიწიოთ აბა გვერდით”; “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…”
ეს პაწაწინა, 3 მილიონი ერი, და ასეთი ნაირ-ნაირი აზრი, პოზიცია, მერე როგორ იცავენ? თავსაც გაწირავდნენ თავის აზრისთვის…
მოდი აი რას გეტყვით, როცა იქ ხარ, ქვევით მათში ირევი და ერთგვაროვან მასად იქცევი, აიზილები ყველა სხვა დანარჩენში და ვიღაცისგან უფრო მეტ სიმამაცეს შეიძენ, ვიღაცისგან კი ეჭვს – გოგოები მართლა მომწონს თუ არაო, მხედველობა გიბლაგვდება, აი როცა ზემოდან არა სიამაყით – თვითმფრინავით გადაუფრენ ყველაფერს და გადმოხედავ ამ წარმოუდგენლად ჭრელ მასას, ჯერ დაეჭვდები, თვალებზე რა მომივიდაო, მერე დაფიქრდები ეტყობა სიმაღლე მოქმედებსო, მაგრამ ბოლოს მიხვდები, რომ ყველა ერთნაირად ნაცრისფერია.
ტრაკში შეიტენეთ თქვენი განსხვავებული აზრი ეპისტოლეზე, ბოლომდე ჩაიმარხეთ და ბარემ გვერდით მიუწექით იმ თქვენს სახელოვან წინაპრებს, რომ ამაყობთ და ყოველ მეორე სიტყვაში ქადაგებაზე თუ სადღეგრძელოში რომ ახსენებთ, იმათი მაინც არაფერი გცხიათ, შეგეცით ქვეყნის სიყვარულში, როცა რუსის ჯარის წინ ჯერ გამოვარდით ვივა ტრაკის მიმცემებსო და მერე ჭინჭრებით და ტაბურეტკებით დაერიეთ ერთმანეთს “საქართველოსთვის”, იმიტომ რომ ამ ჩაოხრებულ ქვეყანას ეს არ სჭირდება, პიდარასტების აღიარებაშია  ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ხსნა? ხელოვნური განაყოფიერების გამო ვართ ასეთ დღეში?  რა ვქნა, რომ სხვა რაღაცას ვხედავ ჩემი “კაბინიდან?”… თქვენ არც LGBT საზოგადოების უფლებები განაღვლებთ, არც პატრიარქის ეპისტოლე, არც სინჯარაში გაკეთებული ბავშვები და არც ისინი ულვაშიან კაცებს რომ უნდა დაუძახონ დედა, თქვენ ყველანი არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული ჭიები ხართ, რომლებიც იმ ხის ღრღნას იწყებთ, რომელსაც სხვები პატივს ცემენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება მიიქციოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს ჩამკვდარ, უვარგის ცხოვრებას აზრი მისცეთ და ღრმა სიბერეში, სარწეველა სავარძელში მზის სხივებზე ძვლების გათბობას რომ შეეცდებით და მხოლოდ წარსულზე ფიქრის თავი გექნებათ, გული არ დაგწყდეთ, მშიშარა ვიყავი და საინტერესო ცხოვრება არ მქონდაო…

Dumb and Dumber 2


1000491_294185814060611_749204129_n

Read the rest of this entry

ლევან ღვინჯილიას სკანდალური კანონპროექტი


new-years-memeახალი წლის საღამოა, არ დამილევია და არც მიჭამია რამე, ვზივარ ასე ჩემი ლეპტოპის წინ და ღამის 4-ის ნახევარზე რატომღაც ლევან ღვინჯილიას ქართულ ენასთან დაკავშირებული კანონ-პროექტის განხილვას ვუყურებ GDS-ის რომელიღაც გადაცემის ჩანაწერში. ხანდახან მეშინია, რომ არ დავემსგავსო იმ უემოციო ზობებს, რომელთც ქვეყნის მომავალი მართლა აინტერესებთ და მსგავს კანონ-პროექტებსაც ისეთივე ხალისით იხილავენ, როგორც ბავშვობაში ანიმაციურ ფილმებს უყურებდნენ ხოლმე, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ჩემი ხასიათის გამო, ასეთი ვერასდროს გავხდები… ვინ იცის.
ზუსტად ახლა, გარდა ჩემი ლეპტოპის წინ მდგარი სკამისა, ეგოიზმის მწვერვალზე აღმართულ დიდ ტახტზე ვარ დაბრძანებული და შიშით ვიყურები ქვემოთ, ველოდები როდის დავგორდები…
ნებისმიერი მსურველისთვის ახლა ჩემთან დაკავშირება ისეთივე სირთულეს წარმოადგენს როგორც აინშტაინთან გასაუბრება, მეგონა მომეწონებოდა, მაგრამ ცოტა დისკომფორტს მიქმნის, რა ვქნა, სხვა გზა ვერ მიპოვია იმისათვის, რომ გავაგებინო ჩემს გარშემო მყოფებს როგორ არ მომწონს გართობის ის სტილი რომელსაც ისინი იყენებენ, რამდენად აუტანელია ჩემთვის დღის ამ მონაკვეთში ქუჩა-ქუჩა ყიალი და შიგადაშიგ უცენზურო სიტყვების წამოძახება, ერთჯერად ჭიქებში ჩამოსხმული უგემური, სიარულისას აქაფებული შამპანური და სადღეგძელო, რომლის დასასრულიც რაღაც ამის მსგავსი უნდა იყოს: რაც მე ვერ დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა / ბუნების ძალამ დაგლოცოს… და ასე ვივსებით ყველანი ცუნამის გამანადგურებელი შესაძლებლობებით ^_^
გული მწყდება იმაზე, რომ ჩემ გარშემო ‘ჩემ თაობას’ მოსწონს მათი მამების მიერ მოყოლილი ისტორიები, რომლებსაც სუფრაზე პირში ბოლოკ გაჩრილი გოჭისაკენ მიმავალ გზაზე ყვებოდნენ და ბოყინიდან ბოყინამდე იფიქრებდნენ ისტორიის საინტერესო განვითარებას, ისეთს მათ ბავშვობაშიც კი ყველაზე დიდ სიგიჟეს რომ წარმოადგენდა და ოცნებასაც რომ ვერ გაბედავდნენ, ხოდა ეს ცხვირმოუხოცავები ან ნამდვილად ადგებიან მშობლების გზას და იგონებენ რაღაცეებს ან მოქმედებენ ისე, როგორც მათი მამები ვერ ბედავდნენ, დიდი იმედი მაქვს ჩვენი შემდეგი თაობის და იმის, რომ ისინი დაცინებენ და არ გაიმეორებენ მათი მშობლების ‘ბომჟურ’ ისტორიებს.

P.S. ესეც პირველი არაფრის მომცემი პოსტი 2014-ში. გილოცავთ ახალ წელს…

დიდი პოსტი


გამარჯობა… დიდი ხანია არ დამიპოსტავს არაფერი, ვიცი…
1235265_354660988013093_876505201_nარა… არ ვაპირებ სხვებივით ვთქვა, რომ ეს პოსტი მოწევის მსგავსი სურვილის შედეგია… რამე რომ არ დამეწერა ისედაც გავძლებდი, უბრალოდ ვორდპრესის ექაუნთში შემოსულს სულ მხვდება, ხოლმე ზემოთ მარჯვნივ გაყვითლებული პლიუსი, რაც იმას მანიშნებს, რომ ერთით ან ორით მეტ ადამიანს მოსწონს ჩემი ბლოგი და უნდა ჩემი შემდეგი პოსტი საკუთარ რიდერში იხილოს, ან მეტი ‘Follower’ უნდა და იმის იმედი აქვს, რომ მეც მიუხედავად მისი ბლოგის შიგთავსისა მადლობის ნიშნად ‘გავყვები’… ვერ მოგართვით…
აი ეს პოსტი კი იმათ ვინც უსასყიდლოდ გამომყვა და ელის ჩემგან პოსტებს…
დიდხანს არ ვწერდი, თუ ვინმე ისეთი უსაქმურია, რომ აინტერესებს – რატომ.. გეტყვით.
ადამიანს, როცა იდეა ებადება, ჯერ თვითონ აწონ-დაწონის გონებაში, წარმოიდგენს, როგორ იტყოდა ამას სხვა და რას იტყოდა თავად ამ სხვის ნათქვამზე, თუ თქვენი თავი არ იცანით, მაშინ თავს იმმით გავიმართლებ, რომ მე ასე ვიქცევი. ხოდა როცა დაასკვნის, რომ ამაში არაფერი ისეთი არ არის, არ დაცინებს სოციუმი და მასხრად არ აიგდებს არავინ, მაშინ ამბობს და ამას ეძახის, თავისუფლებას, ელის კრიტიკას და მერე არ სიამოვნებს, როცა აკრიტიკებენ… ეს ბოლო ნაწილი მე აღარ მეხება… იმიტომ კი არა, რომ მაგარი ვარ, იმიტომ, რომ კრიტიკა, ჯანსაღი იქნება ეს თუ არა ჯანსაღი ჩვეული გვერდითი მოვლენაა ჩემი ქმედების და ამის მიმართ თითქოს იმუნიტეტიც გამომიმუშავდა, რაც სხვა რაღაცეებისთვის მავნე გამოდგა, მაგრამ დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ… ყველაზე მტკივნეული ის არის, როცა გადალახავ კრიტიკის შიშს, შეცდომის, დამარცხების… ამბობ სათქმელს და არავის ესმის… შინაარსი კი არა, ისიც არ იციან, რომ რაღაც თქვი…
მოკლედ ამ პოსტის დაწერამდე გადავხედე, ბლოგზე ადრინდელ პოსტებს და რა შემრჩა ხელთ? კრიტიკა, ბოღმა,ისევ კრიტიკა, უაზრო ექსპერიმენტები…
როცა დავიწყე ზედმეტად ბევრი უარყოფითი სათქმელი მქონდა დაგროვილი, რაც უფრო მეტი მეგონა ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა, ეს ყველაფერი სულ რამდენიმე პოსტში ჩავატიე, სიცარიელეს კი ძველი თუ ახალი ჩანაწერებით ვავსებდი, დრო და დრო კი სრულიად უსახურ ტექსტებს ვაცხბოდი, რომელიც არც კი ვიცი რა ჯანდაბა იყო, პირადად ჩემი მოსაზრება, წაკითხულ წიგნზე, ყველანაირ სულელურ აზრს ვამზეურებდი რაც კი მებადებოდა და ვინ იცის კიდე რამდენი წინადადება შეეწირა ჩემსავე ყველაზე რბილ ცენზურას საკუთარი თავის მიმართ, იმის შიშით, რომ ზედმეტად დიდი სისულელე არ გამპარვოდა. ვმალავდი ჩემს თავს თითქოს ყველას აინტერესებდა ვინ ვიყავი და მეც ისეთ სკანდალურ ტექსტებზე ვმუშაობდი, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყო და გამწარებული ხალხი “დამიპადიეზდებდა” და მიმაკლავდა სადმე, სინამდვილე თუ გინდათ არც მეშინოდა და არც მრცხვენოდა, ეხლაც არ ვიცი, რატომ მირჩევნია ასე. არცერთი პოსტი არ დამიწერია სპეციალურად იმისთვის, რომ ვინმე შემოსულიყო, ვწერდი რაზეც მინდოდა, ის კრიტიკა კი რომელიც ასე ხისტად და უხვად იღვრება ჩემი პოსტებიდან ჩემი საშინელი ხასიათის ნაწილია და არა კარგად შეფუთული სათქმელი. დღეს ბლოგზე შემოსულს გამახსენდა ჩემი პირველი პოსტი და ფრაზა, რომ მივხვდი, როგორი არ უნდა ყოფილიყო ჩემი ბლოგი და აღმოვაჩინე, რომ სწორედ ისეთია, როგორიც არ მინდოდა რომ ყოფილიყო: პოსტები პირადი გულისტკივილით, თინეიჯერული მუწუკებით სავსე ჩანახატები რომანტიკული გიფებითურთ  და უკულტურო გემოვნების გამომხატველი საყვარელი მუსიკა, რომელსაც არავინ აღიქვამს ისე როგორც თავად აკეთებ ამას. სულ ეს არის ჩემი ბლოგი, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას მაგრამ რა ჩემი ბრალია, უმრავლესობა იმ ხალხის, რომელიც თავებს ბლოგერებს უწოდებენ თან მორიდებულად ახსენებენ ამ სახელს და თან სიამოვნებთ, რომ ბლოგერს ეძახიან, რადგან მათთვის ბლოგერის დაძახება იგივეა რომ უთხრა, კარგად წერ ლექსებს, მოთხრობებს და იმ უაზრო ათას ნაწილად დანაწევრებულ ტექსტებსო, და ისინიც თავს დახრიან სიტყვებით ‘ჰო რაღაც ბლოგისმსგავსია… ამბობენ, რომ კარგად ვწერ…’ სინამდვილეში კი უახრიათ სტატუსი, რომელიც თავად მოიპოვეს, მერე, რა რომ ეს არ ეკუთვნით.. რაღაც სტატუსს ხომ მიაღწიეს…
რიდერში რომ შევიხედე როგორც ველოდი უამრავი პოსტი დამხვდა იმის შესახებ როგორი იყო 2013 წელი იმისთვის, ამისთვის და დავფიქრდი მეც ხომ არ დავწერო მეთქი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა რასაც 2011 ზე ვფიქრობდი, მერე 12 ზე და რასაც 14 ზეც ვფიქრობ ის იყო 13-იც… ალბათ უნდა ვთქვა ამ წელს არასდროს დავივიწყებ ბლოგი შევქმენი, რომელმაც უამრავი მეგობარი გამიჩინა და მძიმე დრო გადამატანინა მეთქი, მაგრამ რა ვქნა რომ ასეთი ნაზი სულის პატრონი არ ვარ და არც ის მგონია, რომ პრობლემებით სავსე პერიოდი ყველაზე მძიმე იყო ჩემს პატარა ცხოვრებაში, ის ხალხი, კი რომელიც ბლოგის საშუალებით გავიცანი, უფრო სწორად მათი არსებობის შესახებ გავიგე, თანამოაზრეები და თანა-ბლოგერები არიან, მეგობრებიც თუ რაიმე დოზით ითვალისწინებს თანაბლოგერობა ამას.. მაგრამ ჩემთვის მეგობრობა მაინც სულ სხვა რაღაცას ნიშნავს…
რას  ველი ან რას ვაპირებ 2014-ში ამაზე სიტყვასაც არ დავძრავ, არა იმიტომ, რომ რამე დასამალია, არამედ იმიტომ, რომ გეგმას არასდროს ვასრულებ და აზრი არ ექნება…
სულ ეს იყო ალბათ… ბოლო არაფრის მომცემი პოსტი წელს. თითოეული მკითხველისთვის გატენილი უამრავი უსარგებლო და უინტერესო აზრით, ანუ ისეთი როგორიც მტელი ბლოგია…
aviator

Dumb and Dumber


-დღეს ჩემმა შვილმა მკითხა თოვლის ბაბუა არსებობს თუ არაო?
-რა უპასუხე?
-მინდოდა არ მომეტყუებინა, მე-2 კლასშია და დიდია უკვე ეგეთებისთვის…
-მერე?
-არა მეთქი ვუთხარი, უკვე დიდი ხარ და უნდა იცოდე სიმართლე, მოგონილი პერსონაჟია  მეთქი. დიდივით ჩაფიქრდა და მკითხა – მთელი წელი კარგად არარსებული პერსონაჟისთვის ვიქცეოდიო?
-ჭკვიანი ბავშია…
-ეგ არაფერი… ვუპასუხე სამაგიეროდ მე დაგიფასებ ამ კარგ ქცევას მეთქი და საახალწლოდ საჩუქარს შევპირდი… ყველაზე უარესი მერე მოხდა: ისევ სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა და მკითხა ღმერთი არსებობს თუ არაო…
-რა უპასუხე?
-გავშრი, ვეღარ მოვიფიქრე რა მეთქვა კიდევ კარგი დედამისი შეესწრო ამ ლაპარაკს და მაშინვე დატუქსა, რა აზრები გაწუხებსო ეჭვიც არ უნდა შეგეპაროს ამაშიო… მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ კითხვას გამიმეორებს და წარმოდგენა არ მაქვს რა ვუპასუხო, მორწმუნე კაცი არ ვარ და არც ის მინდა პატარა ბავშვის აზროვნება ჩემი გავლენის ქვეშ მოექცეს… შენ რას ეტყოდი შენ შვილს?
-არ ვიცი, შვილი არ მყავს.
-მაშინ მე რას მეტყვი? არსებობს ღმერთი?
-ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე, როცა მიჭირს, მჯერა, რომ არსებობს, როცა ყველაფერი კარგადაა, თვალწინ მისი არ არსებობის იმდენი მიზეზი გადამეშლება ხოლმე, რომ ასე მგონია ნებისმიერ სასულიერო პირს დავარწმუნებ. ბავშვობიდან მახსოვს ბებიას სიტყვები: ღმერთმა ყველაფერი იცის, ისიც რასაც ფიქრობო, თავიდან ძალიან არ მომეწონა, მერე კი მივეჩვიე, იმასაც, რომ დამალული ვერსად ვერ ვიქნებოდი და ჩემი ყველაზე ბილწი აზრების გაშიშვლებასაც, რომელსაც ვერც მე ვუხერხებ რამეს და როგორც ჩანს ღმერთსაც არ აწუხებს. რაც უფრო ვიზრდებოდი წამითაც არ დამვიწყებია, რომ ჩემი თითოეული ფიქრი მხოლოდ მე არ მეკუთვნის, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვიყავი და მომწონდა კიდეც, “გენიოსებს ერთადერთი ნაკლი აქვთ, მათ პუბლიკა სჭირდებათ”, მე კი არ ვიყავი იმდენად თამამი რომ ჩემი ყველა აზრი ხალხისთვის გამეზიარებინა, არ მყავდა შესაბამისი გარემოცვა, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ დავატარებდი გონებით ჩემს პუბლიკას, ჩემს აზრებს მოხდენილად ვალაგებდი გონებაში, ახალ ადამიანურ  მიგნებებს აღტაცებით ვიმეორებდი, რადგან მჯეროდა, რომ ღმერთი მისმენდა, ღმერთი იყო ჩემი პუბლიკის ერთადერთი წევრი და დაუღალავად მისმენდა.
დრო გავიდა, მე შევიცვალე და შესაბამისად აზროვნებაც, თანდათან ვაფართოებდი აზროვნების საზღვრებს, ბნელში ხელის ცეცებას გავდა ეს ყველაფერი, არ ვიცოდი, და არც ეხლა ვიცი, ყველა სხვა დანარჩენიც მისულა თუ არა აქამდე, ამიტომ ჩუმად ვიყავი და არავის არ ვუმხელდი ჩემი აზროვნების ზომას, მეშინოდა იმდენად პატარა არ ყოფილიყო რომ დაეცინათ, ან იმდენად დიდი, რომ არ დაეჯერათ. ღმერთზე ფიქრიც თავისით მოვიდა, რაღაცეებს დავუკვირდი და რაღაცეები ვეღარ დავიჯერე, აშკარად გადავცდი იმ ზღვარს, რომელიც მასზე ფიქრში მქონდა დაწესებული, რაღაც ისეთს მივხვდი, რაც ან მწარე სიმართლეა ან გაუნათლებელი, უსუსური აზროვნების ნაყოფი. მიუხედავად ამისა, დღემდე მაქვს ადგილი, გონებაში… გამოვყავი პატარა ოთახი, სადაც ჯერ კიდევ ცოცხლობს რწმენა, ძალიან პატარა, დაუძლურებული, ბევრი არაფერი შეუძლია, ბევრს ვერაფერს გააკეთებს, მხოლოდ სჯერა, რომ იქ სადღაც ღმერთი არსებობს. ხანდახან ვგრძნობ როგორ განსხვავდება ის სხვა დანარჩენისაგან, თითქოს უცხო საგანია, ხანდახან კი მხოლოდ ის ფუნქციონირებს, წარმოდგენა არ მაქვს რა იქნებოდა იმ შემმთხვევაში, თუ ის არ იარსებებდა, ან მხოლოდ ის იქნებოდა.
-ანუ გწამს?
-ამას რწმენას ვერ დავარქმევ, თუ 24 საათში მხოლოდ  1 წუთით გრძნობ ღმერთის არსებობას, 1 წუთში ასწრებ მთელი დღის შეფასებას, და პოულობ მიზეზებს, რაც გაფიქრებინებს, რომ ის მართლა არსებობს, მერე კი ქრება ეს ყველაფერი ისე თითქოს არც ყოფილა, ძნელია რწმენა უწოდო ამას, მაგრამ რაც არის, ნამდვილად გულწრფელია. ადამიანს რომ რწმენა არ ჰქონდეს, ზედმეტად მშრალი იქნებოდა ცხოვრება.
-გწამს.
-ადამიანი ვარ და იმიტომ, წარმოიდგინე, რომ რაც აქამდე გაგიგია არა ამ ქვეყნიურ სამყაროზე უბრალოდ არ არსებობს, რომ როცა მოკვდები უბრალოდ გაქრები, დამთავრდები… ადამიანებს ჭკუიდან შლით ის რაც არ იციან, ამიტომ ეძებენ პასუხებს, და თუნდაც ის არასწორი იყოს, კმაყოფილდებიან რადგან ეს ამშვიდებთ. რატომ თენდება ან რატომ ღამდება და მსგავსი იდიოტური კითხვები… ყველას გონია, რომ იცის პასუხი, ამიტომ ამშვიდებს სარწმუნოება, ამიტომ აწყნარებს ღმერთის რწმენა, ის ჩვენ გონებრივ სიმშვიდეს გვაძლევს.
-ვეღარ გავიგე.
-ვერც მე.
-თუ რწმენას ასე უყურებ, თუ ირწმუნებ, გამოდის, რომ შენივე ნებით იწყებ თამაშს, შენივე ნებით იღებ და კმაყოფილდები იმ პასუხებით, რომელიც მზადაა მაგრამ შენს ლოგიკას არ შეესაბამება.
-ხო.
-მაგრამ თუ არ ირწმუნებ, ყველაფერი აზრს დაკარგავს და იმ პუბლიკასაც დაკარგავ რომელიც შენს ფიქრს თვალს ადევნებს.
-მართალია.
-ჯანდაბა…
-ხო…

ჯეკის ჩანაწერები

https://www.facebook.com/Jacksnotes101

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ქეთუსია

nobody dies virgin....;)

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

აბიდოსი...

ღამეზე ბნელი ადამიანია..

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

The World In Me

ფანტაზიისა და რეალურობის მიჯნაზე მდგარი გოგონა

პიროვნების ბლოგი

წარსულის რომანტიკა და ნეკროფილიის ზეიმი: სპარსეთის მთებში ტელეფონი --- გეოგრაფიული ანაქრონიზმი... .

გახადე განსხვავებული

ეს შენი მშვიდი სახლია

კატერინას ბლოგი

მე კატერინა ვარ. აქ ჩემი სახელმწიფოა, ვირტუალური, მაგრამ ყველა ნამდვილზე ნამდვილი :)

Wybie's

be careful what u write for

VIOLINIST

Tales By Violinist

DGPW();

მეტასტაზები შენთვის, ჩემთვის და ბრუტუს კეპიონისთვის, ანუ მწვანე მელიები